აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბონდო თედორაძე.
მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა, ისინი აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. პოლიციამ განუმარტა, რომ კარვების გაშლის უფლებას არ მისცემენ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება.
აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ.
შეკრებილები შვიდივე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. აქციაზე არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ნაციონალური მოძრაობდნენ.
ბრალდებულებს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობას ედავება. ისინი რიონის ხეობის დაცვის აქციის დროს მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს.