აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ბენეფიციარების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია
აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატის კოვიდინფიცირებული ბენეფიციარები ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მოათავსეს.
როგორც კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, ამ დროისთვის ექვსივე ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ჯამში კლინიკაში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 30 პაციენტი მკურნალობს. პაციენტებიდან 12 ბავშვი, ხოლო ერთი 35 კვირის ორსულია.