აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, კორონავირუსზე უფასო „პისიარ“ ტესტირებით ისარგებლონ და სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, კორონავირუსზე უფასო „პისიარ“ ტესტირებით ისარგებლონ და სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ

კორონავირუსის შემთხვევათა დროული გამოვლენის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ბათუმის პოლიკლინიკები „კოვიდ-19“-ზე უფასო „პისიარ“ ტესტირებას უქმე დღეებში, ხუთ და ექვს სექტემბერსაც ჩაატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს კორონავირუსზე ტესტის ჩატარება ნომერ პირველ, ნომერ მეოთხე პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრსა და „ევექსის“ ბათუმის ამბულატორიაში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლება. საჭიროების შემთხვევაში კი ამავე პოლიკლინიკებში მოქალაქეები ექიმთან კონსულტაციას გაივლიან.

უწყების ცნობით, აჭარაში კორონავირუსზე კვლევა კარვებში, ბათუმის ბულვარის სამ ლოკაციაზე, კოლონადებთან, ანბანის კოშკთან და აჭარულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მერიის შენობის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეებს 11:00 საათიდან 23:00 საათამდე მოემსახურებიან.

ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, ისარგებლონ კორონავირუსზე უფასო „პისიარ“ ტესტირებით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შეთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებს დაუყოვნებლივ მიმართონ.