აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 297 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 228 პირი კი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რეგიონის მასშტაბით კლინიკებში 500-მდე, კოვიდკარანტინში 800, ხოლო ბინაზე – 1000 ინფიცირებული მკურნალობს.
მინისტრის განცხადებით, აჭარაში ეპიდვითარება კონტროლს ექვემდებარება.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია და არის 297, თუმცა ეს შემთხვევები უკვე დადასტურებულ შემთხვევებთან ახლო კონტაქტებს შორის გამოვლენილია, რომელთაგან მაღალი დაინფიცირების მაჩვენებელს ველოდებოდით.
რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურიa და კონტროლს ექვემდებარება. შემთხვევები სამედიცინო მეთვალყურეობაში არის მოქცეული. ახალი პროტოკოლების მეშვეობით, ის პაციენტები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურება, მოხვდებიან სტაციონარში. მსუბუქი ფორმების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ბინაზე, კოვიდკარანტინში მკურნალობა და მეთვალყურეობა. ამ დროისთვის კოვიდკარანტინში 800, ბინაზე კი 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან”,- განაცხადა ნიჟარაძემ.