გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად განიხილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს; ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებს.