აჭარაში მანდარინის რთველს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.
მინისტრის თქმით, მას რეალიზაციის კუთხით ოპტიმისტური პროგნოზი აქვს.
„ბოლო წლებში სამინისტრო აჭარის მთავრობასთან ერთად ქართული ციტრუსის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებდა, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. წელს ტრადიციულ ქვეყნებს ოთხი ქვეყნის ბაზარი დაემატა, მოთხოვნა არის ქართულ მანდარინზე, შესაბამისად ფასებიც წელს უფრო მაღალია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ქართული მანდარინის ექსპორტი 12 ქვეყანაში მოხდება. ტრადიციულ ბაზრებს წელს შეემატება ლიეტუვა, სინგაპური, ყატარი და სლოვენია. მათივე ინფორმაციით, წელს რეგიონში 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან
წელს კილოგრამი მანდარინის ფასი 60 თეთრიდან იწყება და 1,5 ლარს აღწევს. არასტანდარტულ მანდარინში სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიის სახით თანხას წელსაც გადაუხდის.