აჭარაში სკოლებთან, რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები ძალაში რჩება
აჭარაში სასწავლო პროცესთან, ისევე როგორც რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მუშაობა აღდგება.
„მოგეხსენებათ, რომ აჭარაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მეტ-ნაკლები სტაბილიზაცია მოხდა. ამიტომ მივიღეთ გადწყვეტილება, რომ 19 რიცხვიდან აჭარაში საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო, ტრანსპორტი გაიხსნას. გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებთან და გასართობ დაწესებულებთან დაკავშირებით შეზღუდვები“, – აღნიშნა გახარიამ.