აჭარაში სასურსათო კალათებისა და პირველადი საჭიროების მედიკამენტების დარიგება გრძელდება
აჭარაში სასურსათო კალათებისა და პირველადი საჭიროების მედიკამენტების დარიგება გრძელდება

აჭარაში სასურსათო კალათებისა და პირველადი საჭიროების მედიკამენტების დარიგება გრძელდება.

ამ ეტაპზე დახმარება ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ფეისბუქგვერდზე შესული შეტყობინებებისა და ამასთანავე ცხელ ხაზზე დაფიქსირებული მოთხოვნების მიხედვით განხორციელდა.

დღეს 100-ზე მეტ ოჯახს დაურიგდა სასურსათო კალათა და პირველადი საჭიროების მედიკამენტები.

პროცესში ჩართულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა კომპანია და ორგანიზაცია.

დახმარების დარიგების პროცესს ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი შესაბამისი წესების დაცვით ახორციელებს, პროცესში აქტიურად არის ჩართული საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება.