აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში, გასულ ღამეს 351 პირის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი არ დაუდასტურდა არც ერთ მათგანს.
აჭარაში უკვე მეცხრე დღეა, ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. სულ რეგიონში 6500-მდე პირი გამოიკვლიეს.
რეგიონში დაფიქსირდა სულ 71 ინფიცირების შემთხვევა, მათგან 40 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.