მთიანი აჭარა ლიტერატურულ ფესტივალს – „ზე-კართან” მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია თანამედროვე ლიტერატურის ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაცია და აჭარის ისტორიასა და კულტურაზე ახალი ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა.
ოთხი დღის განმავლობაში მოეწყობა პოეზიის საღამოები, საჯარო ლექციები, მასტერკლასები, წიგნების პრეზენტაციები, ინტელექტუალური თამაშები, ექსკურსიები ადგილობრივი ისტორიული ძეგლების, მუზეუმების, კულტურული კერების სანახავად.
ფესტივალში ცნობილი ქართველი მწერლები და პუბლიცისტები მონაწილეობენ.
წელს ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა რეჟისორები და პოეტები მთიანი აჭარისადმი მიძღვნილი ლექსების თემატიკაზე ხულოსა და შუახევში ვიდეორგოლებს გადაიღებენ.
ლიტერატურული ფესტივალი უკვე მეექვსე წელია იმართება.