აჭარაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს
აჭარაში, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება. დღეს, ვაქცინაცია გასვლითი ბრიგადის მეშვეობით სამკერვალო ფაბრიკა შპს „ფასთ თრექ ტექსტილე ლთდ“-ში ჩატარდა. პარალელურად, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა იმ დასაქმებულთათვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ ვაქცინის ჩატარებისგან.
შეხვედრაზე საწარმოს თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უპირატესობების შესახებ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მარი ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბათუმის განყოფილების უფროსი, ნესტან შერვაშიძე ესაუბრნენ, ასევე უპასუხეს მათთვის საინტერესო შეკითხვებს.
დღეისათვის აჭარაში ჩატარებულია 235 107 დოზა ვაქცინა, აცრილია სამიზნე კონტიგენტის 66.8%. ვაქცინა ჩატარებული აქვს 12-დან-15 წლამდე 73 მოზარდს, ხოლო 16-დან-17 წლამდე 2 052 მოზარდს.