აჭარაში კორონავირუსზე გამოკვლეული 128 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გამოკვლეული 128 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია. მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში გამოიკვლევენ კიდევ 23 პირს, რომლებმაც ცხელების კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით დღეს მიმართეს.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი უკვე ჩაუტარდა 16 113 პირს. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 883 პირი. საიზოლაციო სივრცეები დატოვა 8 060-მა მოქალაქემ.
აჭარაში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დაფიქსირდა.