აჭარაში კორონავირუსზე 237 პირი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე გასულ ღამეს აჭარაში 237 პირი გამოიკვლიეს. არც ერთი მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიებში გამოკვლეული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსზე გასულ ღამეს აჭარაში 237 პირი გამოიკვლიეს. არც ერთი მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა. ლაბორატორიებში გამოკვლეული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
დღის განმავლობაში ლაბორატორიებში ასევე იკვლევენ იმ 32 პირის ანალიზებს, რომლებმაც დღეს კლინიკებს რესპირატორული ჩივილებით მიმართეს. პასუხები საღამოს გახდება ცნობილი.
აჭარაში კორონავირუსზე პისიარტესტი ჩაუტარდა ჯამში 15 985 პირს. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში რჩება 880 პირი. საიზოლაციო სივრცეები დატოვა 8016-მა მოქალაქემ.
ინფიცირების ბოლო შემთხვევა აჭარაში 30 აპრილს დაფიქსირდა.