აჭარაში კორონავირუსზე 216 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კორონავირუსზე გასულ ღამეს რეგიონში 216 პირი გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 216-ივე ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
დღის განმავლობაში გამოიკვლევენ პირებს, რომლებმაც ცხელების კლინიკებს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს. ამჟამად კლინიკებში 38 ასეთი პაციენტია მოთავსებულია.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 15 520 პირს.
30 აპრილის შემდეგ ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დღევანდელი მონაცემებით კარანტინში რჩება 923 პირი. იზოლაციის სივრცეები დატოვა 7 933-მა მოქალაქემ.