აჭარაში კორონავირუსზე 135 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარაში კორონავირუსზე 135 პირი გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

ახალ კორონავირუსზე აჭარაში გასულ ღამეს 135 პირი გამოიკვლიეს.

დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 135-ვე ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.

26-ე დღეა, აჭარაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით,  რეგიონში კარანტინში იმყოფება 1109 პირი.