აჭარაში კორონავირუსზე უკვე 5500-ზე მეტი პირი, მათ შორის, 1400-ზე მეტი მედიკოსი გამოიკვლიეს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში ახალ კორონავირუსზე გამოკვლეულია 5500-ზე მეტი პირი. მათ შორის 1400-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია, როგორც კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.
გუშინ დასრულდა მებაჟეების გამოკვლევაც, ტესტირებულია საკარანტინო სივრცეების 250-ზე მეტი თანამშრომელი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რისკჯგუფების კვლევები გაგრძელდება.
სამომავლოდ შესაძლებელია, გამოიკვლიონ აფთიაქებისა და სუპერმარკეტების, ასევე იმ ობიექტების თანამშრომლებიც, რომლებსაც დღის განმავლობაში ბევრ ადამიანთან უწევთ კონტაქტი.