აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა მე-11 დღეა, არ დაფიქსირებულა
მე-11 დღეა, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 296 პირი გამოიკვლიეს და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. სულ გამოვლინდა 71 ინფიცირებული. მათგან 43 უკვე გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.