აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კლინიკა 11-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.
რეგიონში ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
აჭარის კლინიკებში სულ 143 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 90, ონლაინკლინიკაში – 107.