აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია
აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა, შემთხვევა იმპორტირებულია, ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
ახალი შემთხვევის ჩათვლით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს კორონავირუსზე სულ 598 პირი გამოიკვლიეს. ერთი შემთხვევის გარდა, ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
რეგიონიდან კარანტინში 2008 მოქალაქე მოქალაქე რჩება.