აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არც დღეს გამოვლენილა.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ქალაქ ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 292 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა71 ადამიანს. გამოჯანმრთელდა 40 და გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ აჭარაში არ გამოვლენილა.