აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ერთი ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ზე ტესტი 341 პირს ჩაუტარდა. ლაბორატორიული კვლევის ყველა შედეგი უარყოფითია.
გამოჯანმრთელებულმა პირმა უკვე დატოვა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს ამჟამად გადის 17 პაციენტი. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 48 836 პირს. კარანტინში რჩება 3 049 მოქალაქე.