აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა აჭარაში გუშინდელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 545 კოვიდინფიცირებული პირი.

რეგიონში გამოჯანმრთელდა 272 პაციენტი. ჯამში კი, აჭარაში „კოვიდ-19“ დაამარცხა 7 072-მა პირმა.

ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 4 500-ს აღწევს. ყველაზე მძიმე პაციენტები რჩებიან ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 48 პირი რეანიმაციაშია, 10 მათგანი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.