აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 394 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 394 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს კლინიკა 79-მა პაციენტმა უკვე დატოვა. სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 762 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 037, ონლაინკლინიკაში – 2 555.
აჭარის რეგიონში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის 45-ის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე არიან.