აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი
აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ცხრა საკონდიტრო „დონას“ კონტაქტია, ერთი მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლის ოჯახის წევრია, ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ხოლო ორი პირი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები არიან.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი.