აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში გამოკვლეული 566 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა, ხოლო ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული 15 პირი იმყოფება.
რაც შეეხება ცხელების კლინიკებს, იქ მოთავსებულია 36 პირი და მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
ჯამში, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“-ტესტი 42 676 პირს ჩაუტარდა. კარანტინში 2 914 მოქალაქე იმყოფება.