აჭარაში გასულ ღამეში ახალ კორონავირუსზე 426 პირი გამოიკვლიეს, ყველას პასუხი უარყოფითია
აჭარის რეგიონში გასულ ღამეში ახალ კორონავირუსზე 426 პირი გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდათ.
30 აპრილის შემდეგ რეგიონში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამჟამად აჭარაში არც ერთი კოვიდინფიცირებული არ არის, თუმცა კვლავ გრძელდება რისკჯგუფების, ცხელების ცენტრებში შესული პაციენტებისა და კარანტინში მყოფი მოქალაქეების კვლევა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კარანტინი უკვე დატოვა 7053-მა პირმა. იზოლაციაში რჩება 927 მოქალაქე.