აჭარაში გამოკვლეული 39 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
მე-18 დღეა აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. დღეს მნიშვნელოვნად შემცირდა აუცილებელი და მიზნობრივი ტესტირების რიცხვიც.
დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში 39 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პასუხი უარყოფითია.