აჭარაში გამოკვლეული 378 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე გასულ ღამეს 378 პირი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
დღის განმავლობაში ასევე გამოიკვლევენ ბათუმის ცხელების ცენტრებში მოთავსებულ 29 პაციენტს, რომლებმაც კლინიკებს დღეს რესპირატორული სიმპტომებით მიმართეს.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 17 910 პირს.
ამ დროისთვის, კარანტინში რჩება 1 142 პირი. იზოლაციის პერიოდი დაასრულა 8 369-მა მოქალაქემ.