აჭარაში მე-15 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 335 პირს ჩაუტარეს ტესტი და ყველა პასუხი უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსით სულ 71 პირი დაავადდა. მათგან სამოცი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
კლინიკა „მედალფაში“ რჩება ოთხი პაციენტი. რომელთა გამოჯანმრთელებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან.