აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 105 პირი გამოიკვლიეს.
არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
„ცხელების კლინიკებს“ რესპირატორული სიმპტომებით 16-მა პირმა მიმართა. მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი 14 941 პირს ჩაუტარდა. ინფიცირების შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ არ ფიქსირდება.
ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 834 პირი, საიზოლაციო სივრცე კი დატოვა 7 851-მა მოქალაქემ დატოვა.