აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 433 პირი გამოიკვლიეს.
ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია. შესაბამისად, არც ერთ მათგანს ვირუსი არ დაუდასტურდა.
ცხელების კლინიკებში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულია 42 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ამასთან, კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობას განაგრძობს ორი ინფიცირებული.
აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 22 301 პირს. კარანტინში იმყოფება 1516 მოქალაქე, იზოლაციის რეჟიმი აჭარაში უკვე გაიარა 9246-მა ადამიანმა.