აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 332 პირს რეგიონში კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ისინი გასულ ღამეს გამოიკვლიეს.
დღის განმავლობაში გამოიკვლევენ კიდევ 32 პირს, რომლებმაც დღეს რესპირატორული სიმპტომებით ბათუმის ცხელების კლინიკებს მიმართეს.
ჯამში აჭარაში, კვლევა ჩაუტარდა 17532 პირს. რეგიონის მასშტაბით კარანტინში რჩება 1119 მოქალაქე.