აჭარაში გასულ ღამეს კორონავირუსზე 306 პირი გამოიკვლიეს. 306-ივე ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 22 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი დღევანდელი მონაცემით ჩაუტარდა 13 999 პირს.
30 აპრილის შემდეგ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რეგიონის მასშტაბით კარანტინში იმყოფება 781 პირი.