კორონავირუსზე აჭარაში გასულ ღამეს 591 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები უარყოფითია.
ცხელების კლინიკებში რესპირატორული ჩივილებით მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
რეგიონში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 25 363 პირს. კარანტინში რჩება 2 147 მოქალაქე, 9 805-მა პირმა კი, უკვე დაასრულა იზოლაციის პერიოდი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხუთი კოვიდინფიცირებული რჩება.