აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ბათუმის ლაბორატორიებში კორონავირუსზე 457 პირი გამოიკვლიეს. შედეგად, კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
ამ დროისთვის, აჭარაში, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 43 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 24 772 პირს. კარანტინში იმყოფება 2 157 მოქალაქე.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს ხუთი ინფიცირებული.