მე-19 დღეა, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 272 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
ინფიცირების პირველი შემთხვევა რეგიონში 14 მარტს, ბოლო კი, 30 აპრილს დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 71 შემთხვევიდან, 67-მა კორონავირუსი დაამარცხა. ორი ადამიანი გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება ორი ინფიცირებული.