აჭარაში ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
აჭარაში ერთი თვეა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს ლაბორატორიებში 444 პირის ანალიზი გამოიკვლიეს. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
დღევანდელი მონაცემებით აჭარაში „კოვიდ-19“-ზე ტესტი 12 900-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. მიზნობრივი კვლევები ისევ გაგრძელდება.