ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად „კოვიდ“-ცენტრში 18 ინფიცირებული რჩება.
აჭარაში დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ზე ტესტი 1079 პირს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.