აჭარაში ციტრუსის რთველისთვის ემზადებიან. ამოქმედდა რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ფერმერებს ციტრუსის ლოჯისტიკასა და რეალიზაციაში დაეხმარება. შტაბი ასევე უზრუნველყოფს ციტრუსის სუბსიდირებას.
შტაბის გახსნას ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერები, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები, ექსპორტიორები და მეციტრუსე ფერმერები ესწრებოდნენ.
შტაბი მუშაობას პირველ თებერვლამდე გააგრძელებს. ამოქმედდება ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ მსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, წელს საექსპორტო მანდარინს 30–მდე ციტრუსის საწარმო მიიღებს, ხოლო არასტანდარტული მანდარინის მიღება-გადამუშავებას შპს „Georgian industrial Asset Management Group“ განახორციელებს.