დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასულ ღამეს ჩატარებული 348 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია.
21-ე დღეა, აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კლინიკა „მედალფაში“ რჩება ორი პაციენტი. კლინიკის 71 პაციენტიდან 68 უკვე გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 110 პირი. ჯამში კარანტინი დატოვა 6 301-მა პირმა.