აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 70 პაციენტი
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 70 პაციენტი, ერთი კი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 38-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.
რეგიონში შვიდი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აჭარის კლინიკებში 353 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში -224, ონლაინკლინიკაში – 558.