აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. მონაცემებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კლინიკა 20-მა გამოჯანმრთელებულმა პირმა უკვე დატოვა.

აჭარაში ათი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რეგიონის კლინიკებში მკურნაობს 357 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 218, ონლაინკლინიკაში – 492