აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 270 ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 270 ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. კორონავირუსის ახალი შემთხვევა რეგიონში არ დადასტურებულა.
„გამოკვლეულია 270 პირი, ვირუსი არ დაუდასტურდა არცერთ მათგანს, დღეს ცხელების ცენტრში უკვე აღებულია 40 პირის ანალიზი, თუმცა დღის განმავლობაში ეს რიცხვი გაიზრდება“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.