აჭარაში 424 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბათუმის ლაბორატორიებში გასული დღე-ღამის განმავლობაში 424 პირი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 424-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა აჭარაში 14 მარტს დაფიქსირდა. დღემდე გამოკვლეულია 7 500-ზე მეტი პირი.