აჭარაში დღეს კორონავირუსზე 350 პირი გამოიკვლიეს, მათ შორის 49 ცხელების ცენტრებიდან შესული პაციენტები იყო, რომლებმაც კლინიკებს რესპირატორული სიმპტომების გამო მიმართეს. არც ერთ მათგანს ვირუსი არ აღმოაჩნდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.
ჯამში აჭარაში კორონავირუსზე „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 16 414 პირს.
დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში რჩება 898 პირი. იზოლაციის სივრცეები დატოვა 8 081-მა მოქალაქემ.
30 აპრილის შემდეგ აჭარაში ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.