აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დღესაც არ დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიებში შესული 280-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია.
ინფიცირების შემთხვევა რეგიონში უკვე მეშვიდე დღეა, 30 აპრილის შემდეგ აღარ გამოვლენილა. კლინიკა „მედალფაში“ პაციენტთა რაოდენობა 42-დან 17-მდე შემცირდა.