აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არც დღეს დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 260 პირს ჩაუტარდა ტესტი და ყველა პასუხი უარყოფითია.
აჭარაში ინფიცირების ბოლო შემთხვევა 30 აპრილს დაფიქსირდა. რეგიონში ახალი კორონავირუსი სულ 71 პირს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 62, გარდაიცვალა ორი.