აჭარაში მე-12 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით ცნობილი გახდა 250 ანალიზის პასუხი და ყველა უარყოფითია.
აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დაფიქსირდა. ინფიცირება დაუდგინდა 71 პირს. მათგან 45 გამოჯანმრთელდა, ორი გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება 11 პაციენტი.