აჭარაში 24 საათის განმავლობაში 1 100 ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი ორს დაუდასტურდა
აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 1 100 ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა ორ პირს. გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი, რომლებმაც უკვე დატოვეს ბათუმის კოვიდცენტრი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან ერთი ქობულეთში გუშინ გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტია, ხოლო მეორე იმყოფებოდა კარანტინში. ორივე პაციენტი გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
მათვე ინფორმაციით, გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში თბილისის ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან სამკურნალოდ გადმოვიდა კიდევ ერთი პაციენტი, რომელიც ბათუმის მკვიდრია და კლინიკა საკუთარი სურვილით შეიცვალა. ამჟამად კლინიკაში მკურნალობას გადის 26 პაციენტი.