აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება
აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, საქალქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც გაგრძელდება რესტორნებთან და გასართობ დაწესებულებებთან დაკავშირებით შეზღუდვები“, – აღნიშნა გახარიამ.